Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მოსკოვის ექს-ვიცე მერმა ციხისძირში სასტუმრო გახსნა
GBC news
26 June 2016, 19:34

თბილისი (GBC) - Castello Mare ოფიციალურად გაიხსნა.

 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი Castello Mare Hotel & Wellness Resort-ი  ციხისძირში მდებარეობს.

კომპლექსის მშენებლობაში ინვესტიცია მოსკოვის ექს-ვიცე მერმა სოსო ორჯონიკიძემ განახორციელა. 

"ეს არის ულამაზესი, აბსოლუტურად უნიკალური დასასვენებელი და სამკურნალო კომპლექსი, რომელიც ბუნების ამ ულამაზეს წიაღში, ისტორიულ ადგილას, მართლაც ქამელეონივით შეერწყა უმშვენიერეს გარემოს. ეს არის კომპლექსი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ისედაც ძალიან ლამაზ ლანდშაფტს. აქ 25 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია უკვე დაიხარჯა", - განაცხადა პრემიერმა გახსნის ცერემონიაზე და აღნიშნა, რომ ორჯონიკიძეს შემოგარენის განვითარების ძალიან ამბიციური გეგმები გააჩნია. 

კვირიკაშვილის თქმით,  სოსო ორჯონიკიძე საქართველოში ინვესტირებას აგრძელებს.

კომპლექსში ამჟამად  82 სასტუმრო ნომერი,  1 ვილა 3 Delux და 1 საპრეზიდენტო აპარტამენტია წარმოდგენილი.

სასტუმროში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, სპა ცენტრი,დახურული და ღია ინფინიტი აუზით. 

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი  ყველა ნომერი ზღვის ხედითაა და 1 ღამის ფასი  165$-დან დაიწყება.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი